თეგი: ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილის მოადგილე დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა. ამჟამინდელი მინისტრი, ლევან დავითაშვილი კი ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე გადაინაცვლებს. „ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შამუგია მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სულ 5 მოადგილე ჰყავდა. პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება. „დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კარლ ჰარცელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, პირადად ელჩს და მის გუნდს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის. „ევროკავშირის მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით და უნდა აღინიშნოს, რომ რეალური ხელშესახები შედეგები და წარმატებები უკვე სახეზეა. საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან. ჩვენი მიზანია, სწრაფად ვიაროთ წინ ამ გზაზე. ერთი მხრივ, ეს გამოწვევაა, რომლის დაძლევისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს, ხოლო მეორე მხრივ, ეს დიდი შესაძლებლობაა ქართული წარმოებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად, ეტაპობრივად წინსვლა არსებობს როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით. მისასალმებელია საქართველოს ამბიცია, მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აძლევს ქვეყანას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის უვნებლობის, საძოვრებისა და მიწის მართვის საკითხებს, სატყეო სექტორის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის კუთხით გატარებულ რეფორმებს, ტყის ახალ კოდექსს, ტექნიკური დახმარების პროექტებსა და სავაჭრო ურთიერთობებს. ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „სამინისტროს თანადაფინანსებით, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების განვითარების არაერთი პროექტი ხორციელდება; გვაქვს კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომელიც ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მააიკე ვან კოლდამმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მებაღეობისა და მერძევეობის მიმართულებით 20 ქართველი ტრენერი გადამზადდა, რომლებიც შემდგომში კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ ქართველ ფერმერებს და საერთაშორისო პრაქტიკას გააზიარებენ. როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი შესრულდა, რაც მნიშვნელოვანი თარიღია. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც სამინისტრომ კომპანიასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ერთად განახორციელა, შესაძლოა, ამავე კომპანიასთან თანამშრომლობით კვლავ გაგრძელდეს. საუბარი შეეხო ქვეყნების მიერ მდინარე მტკვრის წყლის რესურსის მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი კანონპროექტია მომზადებული, რომელიც ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის და სააუზო მართვის საკითხებს დაარეგულირებს. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანის მხარესთან დაცული ტერიტორიების მიმართულებით. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დაფინანსებით, წარმატებით ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს პროექტი (TJS), რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან საქართველოსთვის 83 ქურციკის გადმოცემისთვის. ვაშლოვანის ეროვნულ პარკში და სამუხის ველზე პოპულაციის რიცხოვნობა დღეისთვის უკვე 200 ინდივიდს აჭარბებს. ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ელჩმა ფაიგ გულიევმა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარე გარკვეული რაოდენობის ქურციკების საქართველოსთვის გადმოცემას კვლავ გეგმავს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ოთარ შამუგია: საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. მისი თქმით, ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს გამოცდილების გაზიარების კუთხით. „საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობს. მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია მეღვინეობის, მეხილეობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა. „ევროკავშირის დებულებების გათვალისწინებითა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ მივაღწევთ საერთო წარმატებას”, – განაცხადა ვიორელ ჩერჩიუსმა. ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო, დღის წესრიგში დგას მარცვლეულის ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მარცვლეული კულტურების წარმოების მიმართულებით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება. მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.  

ოთარ შამუგია: რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც პურის გაძვირებას არ გამოიწვევს

ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც პურის გაძვირებას ჩვენი მოქალაქეებისთვის არ გამოიწვევს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "ქვეყანაში ხორბლის შემოტანა და წისქვილკომბინატების მუშაობა პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაოს, თუმცა არსებული მდგომარეობა რაც არის შექმნილი, რა თქმა უნდა, არის რთული და ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. გამოწვეულია იმ გადასახადებით, რომელიც დაწესებულია იმპორტზე, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, ამ საკითხის ისეთი გადაწყვეტა მოვძებნოთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამაზე მიდის ამ ხნის განმავლობაში მსჯელობა," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.  

ოთარ შამუგია: რეალურია, საქართველომ მოახერხოს 300 - 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიუველ ბრონოსთან გამართულ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომის და ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის საკითხები განიხილა.  „ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ხორბლის პროდუქტიულობის გაზრდის კუთხით. სავსებით რეალურია, საქართველომ მოახერხოს 300 - 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. ქართულ აგროსასურსათო პროდუქტს აქვს პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თვალსაზრისით; მათ შორის ქართულ ღვინოს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა", - განაცხადა მინისტრმა. როგორც USDA-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯიუველ ბრონომ შეხვედრაზე აღნიშნა, ამერიკის სოფლის განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის, გააგრძელოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ტექნიკურ მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიუ-იორკში, ქართული პროდუქციის მსხვილ ექსპორტიორებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული სასურსათო პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნიუ- იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშემწყობის ღონისძიებებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამერიკის უმსხვილეს ბაზარზე ქართული ხარისხიანი პროდუქციის დამკვიდრებას განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება. უწყების ცნობით, მინისტრი მსხვილი ექსპორტიორების გეგმებით და გამოწვევებით დაინტერესდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათ ამერიკაში საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ოთარ შამუგიას განცხადებით, სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგულ ღონისძიებებში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული და ამ მიმართულებით მსხვილი ექსპორტიორების მაქსიმალური ხელშეწყობის საკითხიც განიხილება. „ამერიკაში ქართული სასურსათო პროდუქტი მსხვილი ექსპორტიორების მიერ 30-მდე შტატის მსხვილ მარკეტებშია წარმოდგენილი; ძირითადი პროდუქტებით: ქართული ღვინო, მინერალური წყალი, ნატურალური წვენები, ჩურჩხელა, ჩირი, ვაშლის ჩიფსი, საკონსერვო ნაწარმი და სხვა. როგორც ექსპორტიორებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში, ამერიკის ბაზარზე აღნიშნულ ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გენერალური კონსული დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოთარ შამუგია: ამერიკელ პარტნიორებს კარგად ესმით გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, შეხვდნენ „იუესაიდის“ წარმომადგენლობას და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს. ოთარ შამუგია აღნიშნავს, რომ სასურსათო უსაფრთხოება რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. „საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და აშშ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (USAID) საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროგრამასა და პროექტს ახორციელებენ. საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ხარისხიანი სათესლე მასალა, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემა ფერმერთათვის. ამ მიმართულებებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხის განხილვას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა და დამატებითი შეხვედრა გაიმართა სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის (CIMMYT) გენერალური დირექტორთან. დეტალურად განვიხილეთ საქართველოში მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის გაზრდასთან დაკავშირებული გეგმები, სადაც ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრები, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით ის გამოწვევები, რომლის წინაშე საქართველო დგას, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მარტო უახლოეს პერსპექტივებზე ვისაუბროთ, არამედ – ამერიკის მხრიდან საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში დახმარებაზე როგორც ექსპერტული კუთხით, ისე ტექნიკური საშუალებებით, მათი გამოყენების გაზიარებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. ოთარ შამუგიას შეფასებით, აშშ-ში ვიზიტი აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს. შეხვედრებზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და უმსხვილეს ბაზრზე დამკვიდრება. ქართულ აგროსასურსათო პროდუქტს აქვს პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თვალსაზრისით, მათ შორის, ქართულ ღვინოს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამებზე გამახვილდა ყურადღება. ღვინის ეროვნული სააგენტო ათწლიანი სტრატეგიის ჭრილში გეგმავს, მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობები განახორციელოს სტრატეგიულ ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ასევე პირდაპირ აისახება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე. ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიასთან, რომელმაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით შეიმუშავა პოპულარიზაციის და მარკეტინგის გეგმა, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე გაყიდვების ზრდაზე. USAID-ის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ მზადაა, რეგიონული ოფისის ჩართულობით, მხარი დაუჭიროს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაინტერესებული კომპანიები ერთმანეთთან დააკავშიროს. ვაშინგტონსა და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებთან, მაღაზიების მფლობელებსა და მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო და პარტნერსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მზადყოფნ გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენ, რაც უდავოდ აისახება ქართული ღვინის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. „კოლანჯელო და პარტნერსი“ ერთ-ერთი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიაა, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი სტრატეგიული მიზანია, შეიქმნას და დამკვიდრდეს „ქართული ღვინო“, როგორც გლობალური ბრენდი, მოხდეს მისი პოპულარიზაცია მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის უნიკალური მომენტი, როცა ქართული მეღვინეობის დარგი მზად არის, ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს. ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქართული ღვინის ექსპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე, დეტალურად განვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების სტრატეგია. ამერიკაში ქართული ღვინის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართული ღვინის კომპანიებისა და ამერიკელი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების დაკავშირება, ამავე დროს, ამერიკაში მოღვაწე იმპორტიორ-დისტრიბუტორების მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობაა საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ვაშინგტონში მდებარე ღვინის მაღაზიაში „Bach 13“ ქართული ღვინის გაყიდვების მაჩვენებლების გაცნობა. მაღაზია ამერიკელ მომხმარებელს საქართველოდან 30-მდე კომპანიის ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტს სთავაზობს. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართული ღვინის 8 ათასწლოვან ისტორიას. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული სასურსათო პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, ამერიკის ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებისა და გამოწვწვბის საკითხებზე ვიმსჯელეთ. მათ ამერიკაში საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პირობა მივეცით. როგორც ექსპორტიორებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში, ამერიკის ბაზარზე აღნიშნულ ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.  

ოთარ შამუგია: გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ხორბლის წარმოების გასაზრდელად აშშ მხარს დაგვიჭერს

გვაქვს მოლოდინი, რომ  საქართველოში ხორბლის წარმოების გასაზრდელად აშშ მხარს დაგვიჭერს ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის მინისტრის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, აშშ-ის სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრში და USAID-ში. შეხვედრების მთავარი თემა სასურსათო უსაფრთხოება და ხორბლის წარმოების გაზრდა იყო. „ყველა ამ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. პარტნიორებს მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის წარმოება გავზარდოთ და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. შეხვედრებიდან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ კუთხით მხარდაჭერა გვექნება. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ღრმა კვლევა, ხორბლის წარმოების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა, რაც მოგვცემს ინფორმაციას თუ რა საჭიროებები არსებობს, ამ მიმართულებით, რომ დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. განწყობილი ვართ, რომ გვექნება აქტიური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რაც ვფიქრობ, დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.  რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე

ოთარ შამუგია: ბიოწარმოების სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ

ვიწყებთ ბიოწარმოების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობის კუთხით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. „მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, იზრდება ბიოპროდუქციაზე მოთხოვნა, შესაბამისად, ჩვენს ფერმერებს უნდა დავეხმაროთ ამ კუთხით და მხარი დავუჭიროთ ბიოწარმოებაზე გადასვლაში. ახალი პროგრამა ითვალისწინებს საკმაოდ მაღალ, 70%-იან თანადაფინანსებას, როგორც სერტიფიცირების პროცესში, ასევე, საკონსულტაციო მომსახურებაში, მევენახეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით ბიოსასუქების და ბიოპრეპარატების შესყიდვაში, ასევე, ჩვენ მეფუტკრეებს დავუფინანსებთ ლაბორატორიულ ხარჯებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.  

ოთარ შამუგია: კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 222 ათასი ტონა დაბინავებულია

 კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80 პროცენტი უკვე გადამუშავებულია და მევენახეებმა ყურძნის მიღება-გადამუშავებით, დაახლოებით 230 მლნ ლარის ღირებულების შემოსავალი მიიღეს, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება. მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. გადამუშავებულია 222 ათასამდე ტონა ყურძენი. გადამუშავებული ყურძნიდან 127 ათას ტონამდე რქაწითელია, 82 ათას ტონამდე საფერავი და დაახლოებით 5.3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, საკოორდინაციო შტაბს, ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურს, რომელიც რთველის პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.  

ოთარ შამუგია: ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პური მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს

ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს - ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული, წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა, შესაბამისად ვაკვირდებით პროცესებს, რამდენად იქნება შესაძლებელი ქვეყანაში ხორბლის შემოტანა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.  „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია ამასთან, შამუგიამ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია.  „იმედია, უკრაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა. ვაკვირდებით ამ პროცესს და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს, ამას განვახორციელებთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს მნიშვნელოვნად. ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული და წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა. ვაკვირდებით პროცესებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები“, - აღნიშნავს შამუგია. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. 

იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა - შამუგია

ბოლო ორი თვის, იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. „ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშანდელი წელი ჩვენ დავასრულეთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 11%-იანი ზრდით და ბოლო ორი თვის განმავლობაში, კერძოდ, იანვარ-თებერვლის მონაცემით, გვაქვს 17%-იანი ზრდა ექსპორტის მაჩვენებლებში. ასევე 9 თვის მაჩვენებლებში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებაში ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას (14%-იანი ზრდა). სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიო ბაზარზე, ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი ხარისხიანი პროდუქცია და ამ პროცესების მხარდამჭერი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.  

ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 147%-ით გაიზარდა - შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 147%-ით გაიზარდა. "რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა. 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 34 %-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 10.5 %-ით აღემატება", - განაცხადა შამუგიამ.  

გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს ვაკეთებთ - შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთი წლის პერიოდში ვაჩვენოთ მაქსიმალური პროგრესი და ეს ასეც არის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების შესრულების (DCFTA) მიმართულებით. ასევე, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც პარლამენტი ამ მიმართულებით განიხილავს. არაერთ ღონისძიებას ვატარებთ, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ პროგრესი. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი და ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმედია, ეს ასეც იქნება, საქართველო, მთლიანად ქართველო ერი ველით ამას“, – განაცხადა შამუგიამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.